|
2015-10-02 10:52:27, 461 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ჩვენ ვქმნით ახალ თავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში
„ჩვენ ვქმნით ახალ თავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გაეროს დაარსების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლის მნიშვნელობას და გაეროს ტრიბუნიდან არსებულ შესაძლებლობებზე, მიღწეულ შედეგებსა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა. „ძვირფასო მეგობრებო, საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი გული და კიდევ უფრო დიდი ოცნებები. საქართველო დამაჯერებლად მიიწევს წინ სწორი მიმართულებით. ჩვენი ხედვა ნათელია ისევე, როგორც ჩვენი მომავალი. აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი ამომწურავი ანგარიში მმართველობის შესახებ. სიამაყით ვაცხადებ, რომ საქართველო ლიდერობს რეიტინგებში ექვსივე მაჩვენებელში მიღწეული ჯამური პროგრესის მიხედვით,“– აღნიშნა პრემიერმა. ღარიბაშვილის განმარტებით, მიღწეული შედეგები ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ურყევ გადაწყვეტილებას კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების განმტკიცებასთან, თანამედროვე ეკონომიკის მშენებლობასა და ჩვენი ქვეყნის დამაჯერებელი წინსვლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. „დღეს ჩვენ ვქმნით ახალ თავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში. საქართველო არის თანამედროვე და დინამიური სახელმწიფო. მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს. თავისუფლება, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ჩვენი ხალხის გენშია ჩადებული. ქართველი ხალხი კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ რეფორმების გზაზე - მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ–მინისტრი საქართველოსთვის გარდამტეხ ეტაპად 2014 წლის ივნისს მიიჩნევს, როდესაც ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. მისი თქმით, როგორც ევროპის ნაწილი, საქართველო შეუერთდება მშვიდობისა და სტაბილურობის იმ სტრუქტურას, რომელიც მხოლოდ სარგებელს მოუტანს მეზობელ ქვეყნებს და განამტკიცებს საერთო უსაფრთხოებას.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)