|
2015-10-02 10:42:47, 418 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე არ მოხდება
საქართველოს-პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთი უკანონო კონტროლის განვრცობას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე განაგრძობს, - ამის შესახებ ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას. ამის ტრაგიკული შედეგი კი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ართმევენ თავისუფალი ადამიანების კუთვნილ ძირეულ უფლებებს. მათ არა აქვთ მშობლიურ ენაზე სწავლების უფლება. მიმოსვლის თავისუფლება და თავისუფალი სახელმწიფოს ძირითადი უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი ისევე, როგორც ეთნიკური წმენდის ასობით ათასი მსხვერპლის იმედები და ოცნებები, რომელთა ერთადერთი სურვილი შინ დაბრუნებაა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კონფლიქტით მიყენებული ტკივილთან ერთად, არსებობს უმძიმესი შედგები დევნილებისთვის. პრემიერ–მინისტრის ინფორმაციით, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ საცხოვრებლით უზრუნველყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 10 000-მდე ოჯახი. რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის ფედერაციასთან პასუხისმგებელი და პრაგმატული ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. „ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. გამოვთქვამ იმედს, რომ რუსეთის ფედერაცია დაიწყებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ჩათვლით, და იმოქმედებს ისე, როგორც შეეფერება საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელ წევრს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპების საფუძველზე გადაწყვეტასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)