|
2015-10-01 15:52:07, 585 ნახვა
საზოგადოება
შსს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. შსს-ს ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბრის თვე 568 663 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 12,6 %-ით მეტია. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი - 227 130 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 15,8%); ბ) ტრანზიტი - 143 258 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,4%); გ) სხვა - 198 275 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 34,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,8%). რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 491 039 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 6,7%-ით მეტია. „2015 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+9%), სომხეთიდან (+6,9%), აზერბაიჯანიდან (+6%), რუსეთიდან (+12,6%) და უკრაინიდან (+11,7%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია და ლატვია (შესაბამისად 20%, 17%, 12%, 12% და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (34%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (54%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (38%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები 814% და საუდის არაბეთი - 84%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 9%-იანი ზრდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)