|
2021-01-08 01:11:30, 628 ნახვა
მსოფლიო
ნენსი პელოსი ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი მოუწოდებს მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და მის ოფისს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით იმოქმედონ და დაუყოვნებლივ გადააყენონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. სპიკერმა დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრებს მიმართა. „დგანან ისინი ამ ქმედებების გვერდით? მზად არიან ისინი, რომ თქვან, მომავალი 13 დღის განმავლობაში ეს საშიში კაცი უფრო მეტად არ დააზარალებს ჩვენს დემოკრატიას? თუ ვიცე-პრეზიდენტი და კაბინეტის წევრები არ იმოქმედებენ, კონგრესი მზად უნდა იყოს იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად. იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 13 დღეა დარჩენილი, ნებისმიერი დღე შესაძლოა, საშინელებათა შოუდ იქცეს“, – განუცხადა ნენსი პელოსიმ მედიას. იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპს უფლებამოსილებას შეუჩერებენ, მის ადგილს 20 იანვრამდე, ანუ ინაუგურაციის დღემდე, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაიკავებს. სწორედ პენსმა გამოაცხადა გუშინ, რომ არჩევნების შედეგების სერტიფიცირება მოხდა და გამარჯვებულები ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი არიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)