|
2021-01-07 04:36:32, 634 ნახვა
მსოფლიო
ჯორჯ ბუში - კაპიტოლიუმზე თავდასხმა ჩაიდინა იმ ხალხმა, ვინც წააქეზეს ტყუილით და ცრუ იმედებით
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უმცროსის განცხადებით, ის და ლორა შეძრწუნებულია ზოგიერთი უპასუხისმგებლო ლიდერების ქცევებით და "ტრადიციების და სამართალდამცველების მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობით." - ასე გამოეხმაურა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებულ მოვლენებს. "შეძრწუნებული ვარ არჩევნების შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უპასუხისმგებლო ქცევებით და დღეს ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციების და სამართალდამცველების მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობით. კაპიტოლიუმზე ძალადობრივი თავდასხმა, კონგრესის კონსტიტუციით განსაზღვრული სხდომის ჩაშლა, ჩაიდინა იმ ხალხმა, ვინც წააქეზეს ტყუილით და ცრუ იმედებით. ამბოხი დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და რეპუტაციას. აშშ-ში ყველა პატრიოტი მოქალაქის ვალია კანონის უზენაესობის დაცვა. მივმართავ მათ, ვინც არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებულია: ჩვენი ქვეყანა მომენტის პოლიტიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. მიეცით ხალხის მიერ არჩეულ ოფიციალურ პირებს შეასრულონ თავიანთი საქმე და უსაფრთხოდ და მშვიდობიანად წარმოადგინონ ხალხის ხმა". - ნათქვამია ჯორჯ ბუში უმცროსის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)