|
2015-10-01 11:58:27, 395 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება - ევროპელი დიპლომატები ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს აღიარებენ
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრა მთლიანად დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. მინისტრმა ევროპელ დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის, ქვეყანაში გატარებული რეფორმების, ასევე ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ევროპელი დიპლომატების მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა ვიზა-ლიბერალიზაციის მიმართულებით, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსთან მიმართებაში დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას, რომელზეც არ უნდა იმოქმედოს ევროპაში არსებულმა მიგრანტების კრიზისმა. „რეაქციები ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან დადებითია. ჩვენი მხრიდან უმთავრესი გზავნილი არის ის, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით სქართველოს მიერ ჩატარებული რეფორმები არ უნდა იქნას ასოცირებული მიგრანტების იმ პრობლემასთან რაც ევროპაშია, საგულისხმოა, რომ ამაზე ევროპელი დიპლომატების მხრიდან იყო ერთგვაროვანი დამოკიდებულება, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ვიზის კუთხით მაქსიმალურად დადებითი რეაქციები იქნება დედაქალაქებიდან უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. სტუმრების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა იმ რეფორმებს, რაც საქართველომ გაატარა, ამ მხრივ კი სათქმელი მართლაც ბევრია, შეიცვალა 15 კანონი, გატარდა ინსტიტუციური რეფორმები, დაიხვეწა კონტროლის მექანიზმები მიგრაციის კუთხით და ის უკვე არის ევროპულ სტანდარტებზე, ამიტომ რაიმე სახის დისკომფორტი საქართველოსთან მიმართებაში ევროპას არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრაზე. ქართული მხრიდან შეხვედრას სამინისტროს მაღალჩინოსნები და გაერო-ში საქართველოს მისიის წევრები ესწრებოდნენ. �� მონიტორინგის სისტემა, რომ სახელმწიფომ მოახდინოს ამ დაწესებულებების რეგულარუი შემოწმება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)