|
2015-10-01 11:51:06, 744 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე საუბრობს. ამის შესახებ ნანუაშვილმა პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მონიტორინგის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის ანგარიშის წარდგენამდე განაცხადა. როგორ ნანუაშვილმა აღნიშნა, ხანდაზმულ პირთა მიმართ საკმაოდ მცირეა სახელმწიფო პროგრამები და სერვისები. ამასთან ომბუდსმენმა ხანგაზმულ პირთა უსახლკარობაზე, სიღარიბეზე და საზოგადოებისგან გაუწყლოების ფაქტებზე ისაუბრა. „მთავარი პრობლემები, რაც გამოიკვეთა სახელმწიფოს მხრიდან ხანდაზმულთა მიმართ, ეს არის ეფექტური პოლიტიკის არ არსებობს, შეზღუდული და ძალიან მწირე რაოდენობით არსებული პროგრამები და სერვისები. ზოგადად უსახლკარობა, სიღარიბე, საზოგადოებისგან გაუწყლოების მაღალი რისკი და ძალადობის შემთხვევები. ეს ის ფაქტებია, რომელზეც ანგარიშში ვსაუბრობთ. შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები არის ძალიან ბევრი, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეა საუბარი, არაადაპტირებულ ფიზიკურ გარემოზე, ძალადობის შემთხვევებზე არის ფაქტები. როდესაც არასათანადო მოპყრობის, ღირსებისშემლახავ ფაქტებზე ვსაუბრობთ, პრობლემები არის იმაზე მეტი ვიდრე ველოდით“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. ამასთან, ომბუდსმენის აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ყველა რეზიდენტული დაწესებულება შეისწავლა. ნანუაშვილის თქმით, პრობლემები პერსონალის ნაკლებობით და მედიკამენტების სიმწირითაც გამოიხატება. „ჩვენ ყველა რეზიდენტული დაწესებულება მოვიარეთ, შევისწავლეთ იქ არსებული მდგომარეობა და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ შეგვემოწმებინა, რამდენად იყო დაცული სტანდარტები, რომელიც არსებობს კანონმდებლობით. არის ასევე პრობლემები, რომელიც უკავშირდება ზოგადად პერსონალის ნაკლებობას, არაკვალიფიციურობას, მედიკამენტების სიმწირეს, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით არის მძიმე მდგომარეობა და რაც მთავარია, სამწუხაროდ, არ არსებობს ინსპექტირების და მონიტორინგის სისტემა, რომ სახელმწიფომ მოახდინოს ამ დაწესებულებების რეგულარუი შემოწმება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)