|
2021-01-04 10:54:42, 955 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპს ისრაელის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აფრთხილებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპს ისრაელის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ ჯავად ზარიფი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. „ახალი სადაზვერვო ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ისრაელის აგენტი-პროვოკატორები ამერიკელების წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავენ. მათ უნდათ, რომ ტრამპი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენონ და ომის ყალბი საბაბი შექმნან. ფრთხილად იყავი ტრამპ. ნებისმიერი ფეიერვერკი საპასუხო რეაქციას გამოიწვევს“, - წერს ჯავად ზარიფი. ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის გარდაცვალების წლისთავზე გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)