|
2015-09-30 18:51:47, 585 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოხუცებს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა საზეიმო კონცერტი მიუძღვნეს. კონცერტის შემდეგ კი, ხანდაზმულებს საზეიმო სუფრით და ტორტით გაუმასპინძლდნენ. საზეიმო ღონისძიება ხვალ, ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატშიც გაიმართება. „ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით, ტრადიციულად თბილისის, ასევე ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატებში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ყოველ წელს ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვადასხვაგვარი სანახაობა შევთავაზოთ ჩვენს მოხუცებს. წელს გადავწყვიტეთ სიმბოლური თემატიკა შეგვერჩია და პატარა თაობამ საზეიმო კონცერტი მიუძღვნა მოხუცებს. ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი, ჩვენ ბენეფიციარებს, თვეში რამდენჯერმე უწყობს სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს“, – აღნიშნა ტრეფიკინგის ფონდის პიარ მენეჯერმა ქეთი ბეროშვილმა. ხანდაზმულებისთვის დღევანდელი საღამო სლოგანით „ ჩვენი პატარა ხელებით, მოვალთ და მოგეფერებით“ გაიმართა. „1 ოქტომბერი არის ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით პანსიონატში ყოველ წელს ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. დღევანდელი დღის სლოგანია „ჩვენი პატარა ხელებით, მოვალთ და მოგეფერებით“. ეს ის დაწესებულებაა, სადაც შოუბიზნესის ყველა წარმომადგენელია ნამყოფი, მაგრამ ჩვენს მოხუცებს განსაკუთრებით უხარიათ პატარები, რადგან თითოულ მათგანში ისინი ხედავენ თავიანთ მონატრებულ შვილიშვილებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოხუცებს დღეს ძალიან ამაღლებული განწყობა აქვთ“, – აცხადებს თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის უფროსმა დარეჯან თომაძემ.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)