02:43 - 29 May, 2026
|
2020-12-28 19:53:58, 639 ნახვა
მსოფლიო
ევროპის რვა ქვეყანაში BionTech/Pfizer-ის ვაქცინის მიწოდება შეყოვნდა
ესპანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, BionTech/Pfizer-ის ვაქცინის მიწოდება ევროპის 8 ქვეყანაში შეყოვნდა, აღნიშნულის მიზეზი კი ვაქცინის შენახვის ტემპერატურასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პრობლემაა. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით, ბელგიის ქალაქ პურსში მდებარი Pfizer-ის საწარმოდან მიიღეს შეტყობინება, სადაც ნათქვამია, რომ ორშაბათის ნაცვლად ვაქცინა ქვეყანაში სამშაბათს ჩავა, რისი მიზეზიც ტემპერატურის კონტროლთან დაკავშირებული დატვირთვისა და გადაზიდვის პრობლემებია. .ამასთანავე, ესპანეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანიამ აცნობა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მიზეზის გამო, კიდევ 7 ქვეყანა დაზარალდა, თუმცა კონკრეტულად რომელი ქვეყნები, ამის შესახებ არ საუბრობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)