|
2015-09-30 15:41:26, 525 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი უმრავლესობას: პოლიცია ივანიშვილისა და მისი პინგვინების სიმშვიდის სადარაჯოზე გადაიყვანეთ
"თქვენ პოლიცია ბიძინა ივანიშვილის და მისი პინგვინების სიმშვიდის სადარაჯოზე გადაიყვანეთ, რითიც მათ ღირსებას ფეხი დააბიჯეთ",-ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს. ირმა ნადირაშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში, გასაკვირი არაა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ძმა სპეციალური საშვით გადაადგილდება. "თქვენ გადაიყვანეთ პოლიცია ბიძინა ივანიშვილის და მისი პინგვინების სიმშვიდის სადარაჯოზე და გახადეთ ისინი მის სახლთან გუშაგებად, რითიც მათ ღირსებას დააბიჯეთ ფეხი. ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ შემოგვთავაზა სქემა, რომ უნდა დაინიშნონ მის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანები, როდესაც ამას ხედავს იზორია, ცხადია, არავის უნდა გვიკვირდეს, რომ ის თავის თავს აძლევს უფლებას, რომ მისი ძმა გადაადგილდებოდეს სპეციალური საშვით. როდესაც ამას ხედავს ცინარიძე, შემდეგ აღარავის უნდა გაგიკვირდეთ, რომ მან ყველასთვის საამაყო პატრული, გადააქცია მთვრალი მექორწილეების და მაყრიონის გამცილებლად", - მიმართა ირმა ნადირაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას. ცნობისთვის, შს მინისტრის გადაწყვეტილებით, 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული "საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვი“ - ე.წ. „ნარუშილოვკები“ ძალას კარგავს. "შესაბამისად, ჩემი დავალებით, აღნიშნული საშვები მფლობელებს ჩამოერთმევა და განადგურდება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა და აქვე დასძინა, რომ ახალი სრულიად საიდუმლო ბრძანება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს როგორც საშვების გაცემის, ისე ემათი გამოყენების კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში, მათი ჩამორთმევის წესს. "გამკაცრდება რეგულაციები და ჩამოყალიბდება ეფექტური მონიტორინგის ქმედითი სისტემა", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. თუმცა, მღებრიშვილმა არ უპასუხა შეკითხვას-სპეციალური საშვი ჩამოერთმევა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ძმას.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)