|
2020-12-27 15:00:30, 1151 ნახვა
მსოფლიო
ირანის ქალაქ თეირანში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაახლოებით 10 ალპინისტი გარდაიცვალა
ირანში, თეირანის ჩრდილოეთით მდებარე მთებში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად არაზუსტი ცნობებით 10 ალპინისტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით „ბი ბი სი“ ავრცელებს. ადგილი, სადაც ზვავი ჩამოწვა „ალბორზის ქედის“ სახელითაა ცნობილი და მთამსველელებში პოპულარობით გამოირჩევა. აცხადებდნენ, რომ რამდენიმე დღის მანძილზე აქ ამინდის მკვეთრი გაუარესება შეინიშნებოდა. ამჟამად ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს - გადაარჩინეს 14 ალპინისტი, 7 კი ისევ დაკარგულად ითვლება. გარდაცვლილთა შორის არიან პოლიტიკური აქტივისტი, აკადემიკოსი, ექიმი და ალპინიზმის ინსტრუქტორი. გეტყვით იმასაც, რომ ზოგიერთმა ადამიანმა დაწერა GPS სისტემების გაუმართაობის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით მომხდარი ფაქტის შესახებ დამატებითი კონკრეტული ცნობები არ მოიპოვება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)