|
2015-09-30 11:58:05, 513 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ იმსჯელეს
სასტუმროში “ბეტსი”, საქართველოში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ იმსჯელეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჯანმრთელობის დაცვის უწყებებისა და სხვა სექტორული სამინისტროების წარმომადგენლებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პირველადი შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო. „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის ძირითადი მიზანია სტრატეგიული დოკუმენტებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების უზრუნველყოფა. შეფასების სისტემის დანერგვის შემდეგ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებს დაექვემდებარება სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, მრეწველობის, ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის ასევე ტურიზმის სფეროებში მომზადებული გეგმები და პროგრამები, რომლებმაც, შესაძლოა, ზემოქმედება მოახდინონ გარემოზე“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში. შეხვედრა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და ორგანიზაციის “GEO” მხარდაჭერით გაიმართა.
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)