03:23 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 17:22:50, 680 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძემ მედიცინის მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა

შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე შუახევის სამედიცინო პერსონალს მიულოცა და კორონა ვირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე თავდაუზოგავი ზრუნვისა და გაწეული ძალისხმევისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

„დღეს როდესაც მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, არაფერია იმაზე საპატიო მისია, იდგე ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე და ზრუნავდე მათ ჯანმრთელობაზე. მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ და თქვენი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ამ გამოწვევას ღირსეულად პასუხობთ. ქედს ვიხრი თქვენი კოლეგების ხსოვნის წინაშე, რომლებიც პანდემიის დაწყების დღიდან, აქტიურად იყვნენ ჩართული კორონა ვირუსთან ბრძოლაში“- განაცხადა ომარ ტაკიძემ.

პროფესიული დღესასწაული მედიკოსებს ომარ ტაკიძესთან ერთად, მერის მოადგილე რუსუდან შავაძემაც მიულოცა.

ჯილდო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, რაიონულ ჰოსპიტალს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და ამბულატორიებს გადაეცა.

საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე ყოველწლიურად, 23 დეკემბერს აღინიშნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics