|
2020-12-22 17:12:14, 650 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 წელს ჩვენ შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს თავდაცვის სისტემასა და ქვეყნის უსაფრთხოებას. ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი წლის მნიშვნელოვან გეგმებზე ისაუბრა. „2021 წელს ჩვენ შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფებს აღვჭურვავთ თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით, განვავითარებთ რადიოელექტრონულ და სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებისა და ავიაციის პარკის განახლების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი, ათწლიანი გეგმის ნაწილია. მისი განცხადებით, მომავალ წელს ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები კიდევ უფრო განვითარდება. „2018 წელს დასრულდა ფრანგული პროექტის პირველი ფაზა და ჩვენ მივიღეთ ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და „მისტრალი-3“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. 2021 წელს წარმატებით დასრულდება აღნიშნული ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ებრაელ პარტნიორებთან, რაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „რაფაელის“ განახლებისა და მოდერნიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, მომავალ წელს დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვაც. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საავიაციო პარკის განახლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მომდევნო წლებში თავდაცვის ძალებს სრულად აღდგენილი და რეაბილიტირებული საავიაციო პარკი ექნება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)