00:08 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 20:27:48, 460 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შემოსულიყვნენ

 „ქართულმა ოცნებამ" მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ოპონენტები, ამ შემთხვევაში,  ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ყოველგვარი კონსენსუსის მიმართ მიუღებლობაა.

 „ქართულმა ოცნებამ", ასევე, მედიატორებმა, ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა ცდა არ დააკლეს, რომ ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში.

მიუხედავად ამისა,  არ არსებობდა კონსტრუქციულობის ნიშან-წყალი ოპოზიციის მხრიდან, იმ დროს, როდესაც არა მარტო მმართველი ძალა, არამედ  აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლობა,  მოუწოდებს ოპოზიციას შევიდეს პარლამენტში, ასევე ერთხმად, პრაქტიკულად ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღიარებს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად  და ეჭვქვეშ არ დგას პარლამენტის ლეგიტიმაცია, ოპოზიციას არ მოსწონს შედეგები და  მათი მხრიდან არის მხოლოდ ობსტრუქცია და მიუღებლობა ყოველგვარი კონსენსუსის. ამ დროს რა არის რეპრესია?

„არ შემოვდივარ პარლამენტში, მაგრამ ფული მომეცი"  და თუ ფულს არ მაძლევ, ეს რეპრესიაა?" - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics