|
2015-09-29 16:03:52, 529 ნახვა
საზოგადოება
ვერეს ხეობაში დასამონტაჟებელი ადრეული შეტყობინების სისტემები უკვე თბილისშია
ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც ვერეს ხეობაში დამონტაჟდება, უკვე თბილისშია. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ სასტუმრო „ჰოლიდე ინ“–ში განაცხადა, სადაც „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ წევრების შეხვედრა გაიმართა. ლექვინაძის ინფორმაციით, აღნიშნული სისტემები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაეცემა და ვერეს ხეობაში უახლოეს მომავალში დამონტაჟდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რადარების დაყენება მხოლოდ ვერეს ხეობაში იგეგმება. „საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით, ადრეული შეტყობინების სისტემები უკვე შესყიდულია და თბილისშია ჩამოტანილი. ძალიან მალე მოხდება მათი ვერეს ხეობაში დამონტაჟება. რადგან ამ ეტაპზე ვერეს ხეობაში ყველაზე კრიტიკული მდოგმარეობაა, მათი დამონტაჟება მხოლოდ ვერეს ხეობაში მოხდება. ამ ხეობაში ყველაზე მეტი წყლის მოცულობა, რაც ისტორიულად დაფიქსირებულა, იყო 1960 წელს. მაშინდელი მონაცემებით ეს იყო დაახლოებით 252 მ3 წამში. ბოლო სტიქიის დროს კი, დაახლოებით 550 მ3 წამში. დაახლოებით ორჯერ უფრო მეტი წყლის მასა მივიღეთ და ამან განაპირობა სტიქიის ასეთი მასშტაბი“, – აღნიშნა ლექვინაძემ. მერის მოადგილის თქმით, თბილისის შემოგარენში არსებულ მდინარეების შესწავლა დაიწყება, სადაც გარკვეული საფრთხეებია მოსალოდნელი, თუმცა მან კვლევის დაწყების ზუსტი თარიღი ვერ დაასახელა. „თბილისში ძალიან ბევრი მთის მდინარეა და არის გარკვეული საფრთხე, რომ მსგავსი ტიპის მოვლენები იყოს სხვადასხვა ტერიტორიებზე. მომავალში გვინდა, მსგავსი ტიპის სიტემები იქაც იყოს დამონტაჟებული. ეს არ არის იაფი სიამოვნება, ამიტომ საჭიროა მათი შესწავლა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)