2015-09-28 19:57:21, 652 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის გახსნას დაესწრო
გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სესია გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გახსნა.
მისასალმებელ სიტყვაში, გაეროს გენერალური მდივანი დარბაზში შეკრებილ სახელმწიფო მეთაურებს მიესალმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ათივე ინფორმაციით, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა.
სესიის გახსნამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური მდივნისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან