|
2020-12-14 17:23:03, 670 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პანდემიის მიუხედავად, წელს აქტიურად გავაგრძელეთ რეფორმები, ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გარემო შევქმენით
„2020 წელს, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ვაგრძელებდით რეფორმებს, ვაუმჯობესებდით ჩვენი სერვისების ეფექტურობას, ბიზნესებისთვის და ინვესტორებისთვის შევქმენით უფრო მეტად კომფორტული და მიმზიდველი გარემო", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავამ ამის შესახებ დღეს 2020 წელს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ეკონომიკის სამინისტროში ამოქმედდა პროექტი „სახელმწიფო - შენი პარტნიორი", სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით, იუსტიციის სახლის და საზოგადეობრვი ცენტრების მეშვეობით ადამიანების რამდენიმე ბიზნესპროგრამის და სერვისის მიწოდება მოხდება კონკრეტულ რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით. ნათია თურნავას განცხადებით, ასევე აქტიური რეფორმები გატარდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიმართულებით, კერძოდ - სტრუქტურულად მოხდა ორი სხვადასხვა ორგანიზაციის შერწყმა: ქონების მართვის და საფინანსო სერვისების სააგენტოების, და ახლა უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვაერთი ფანჯრის პრინციპით ხდება. „ასევე 2019 წლის ბოლოს დაიწყო და მთელი 2020 წლის განმავლობაში წარმატებით გრძელდებოდა პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", როდესაც 100 პარალელური აუქციონი მუდმივად ტარდებოდა და ამ პროექტის ფარგლებში 2020 წელს გაიყიდა 88 ობიექტი, რომელთა ჯამური საპრივატიზებო თანხა 43 მლნ ლარია. მთლიანობაში 2020 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად მობილიზებულია 124 მლნ ლარი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, უწყება მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა წიაღისეულის, ამ მნიშვნელოვანი რესურსის ეკონომიკაში ჩართვის მიმართულებით. „ბიზნესისთვის შეთავაზებულ იქნა წიაღით სარგებლობის 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი. აუქციონზე გავიდა და გაიყიდა წიაღითსარგებლობის 433 ლიცენზია; საბადოებზე ქვეყნის მასშტაბით 2 015 სამუშო ადგილი შეიქმნა; მოზიდული ინვესტიციის მოცულობამ 20 800 000 ლარი შეადგინა", - განაცხადა მინისტრმა.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)