21:05 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 16:34:51, 725 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ორსანტიაში გენდერული თანასწორობის შესახებ ტრენინგი ჩაატარა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“  ინიციატივით, ორსანტიას საზოგადოებრივ ცენტრში ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი გენდერის რაობასა და გენდერულ სტერეოტიპებს მიეძღვნა, რომელიც პროგრამა „ლიდერთა სახლის“ ფარგლებში გაიმართა. მას ზუგდიდის რიონის სოფელ ორსანტიას სკოლის 20 მოსწავლე დაესწრო.

ტრენინგების ფარგლებში ახალგაზრდებმა განიხილეს გენდერის ძირითადი საკითხები  - გენდერული როლები, სტერეოტიპები; ასევე, იმსჯელეს სიძულვილის ენის ტირაჟირებისა და დისკრიმინაციის პრობლემებზე. მონაწილეები გაეცნენ შესაბამის თეორიულ მასალებს. ბოლო სესია კი ინტერაქტიულ ფორმატში  გენდერული თანასწორობის შესახებ აქტუალურ თემებს დაეთმო. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“  პროგრამა „ლიდერთა სახლის“  მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოხალისეობრივი კულტურის განვითრების ხელშეწყობა. პროგრამა 13 ქალაქის იუსტიციის სახლებში ფუნქციონირებს.  „ლიდერთა სახლი“ საზოგადოებრივ ცენტრებში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ტრენინგების ჩატარებასაც ითვალისწინებს. მასში 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics