|
2015-09-28 15:00:35, 422 ნახვა
პოლიტიკა
უმრავლესობის ახალი ლიდერის კანდიდატურის საკითხი მომავალი კვირის დასაწყისში გადაწყდება
„უმრავლესობის ახალი ლიდერის კანდიდატურა მომავალი კვირის დასაწყისში გადაწყდება“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის ახალი ლიდერის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ უმრავლესობის კანდიდატურის შერჩევის პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა. "რაც შეეხება უმრავლესობის ლიდერის თემას, მინდა მოგახსენოთ, რომ უმრავლესობას ჰყავს ლიდერი, მას ჰქვია დავით საგანელიძე. მისი უფლებამოსილება პარლამენტში ჯერ არ არის შეწყვეტილი. პარლამენტში ამ წუთის მდგომარეობით ჯერ საბუთები არც არის მოსული მისი დანიშვნის თაობაზე. მოკლედ პარლამენტში შემოვა სათანადო დოკუმენტები, კომიტეტი განიხილავს და ამის შემდეგ მას შეუწყდება უფლებამოსილება. მანამდე ის ლიდერის სტატუსით არის ამ წუთამდე და მისი შემცვლელის ვინაობის გარკვევა ეს არის ალბათ ამ კვირის ბოლოს, მომავალი კვირის დასაწყისის საქმე. კანდიდატურებს რაც შეეხება თუ მსურველებს, საკმაოდ საინტერესო და ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მე დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა. კოალიცია მოგეხსენებათ იყო და რჩება საკმაოდ მრავალფეროვან წარმონაქმნად, ჩვენ თავიდანვე შევჯერდით იმაზე, რომ შეუძლებელია უმრავლესობის ლიდერის კანდიდატურის განხილვა დაიწყონ იმ ფრაქციებმა და ჯგუფებმა, რომლებიც თავად არიან საკმაოდ დიდ უმცირესობაში. ჩვენ სხვა ფრაქციებმა და პარტიებმა ჩვენს კოლეგებს ამის თაობაზე ვაცნობეთ, რომ პირველ რიგში მათგან დაველოდებოდით მოსაზრებებს. ეს პროცესი კვირის ბოლოს მგონი უკვე გადაწყვეტილებების დონეზე იქნება დასრულებული“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)