|
2020-12-09 11:16:56, 604 ნახვა
სამართალი
ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს 16 -16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ა.ქ. და ო.ქ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 31 იანვარს, ქ.ბათუმში, ო.ქ-მ და ა.ქ-მ, რომლებსაც უკანონოდ ჰქონდათ გადმოკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ორი პირის ბ.ა-ს და მ.ა-ს განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღებიდან, ჯგუფურად, განახორციელეს მრავალჯერადი გასროლა ბ.ა-ს ავტომანქანის მიმართულებით, რის შედეგადაც მ.ა-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ბრალდებულებმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს, რადგან დაზარალებულებმა ავტომანქანით მოახერხეს გაქცევა, ხოლო ო.ქ. და ა.ქ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ა.ქ. და ო.ქ. 2020 წლის 03 თებერვალს ქ.ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველით ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა), 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე'' და მესამე ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარება), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ა.ქ. და ო.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)