|
2020-12-08 10:52:05, 1135 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში 304 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გაიცა
თურქეთში 304 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საქმე ეხება 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ფარგლებში ჩატარებულ ოპერაციას. თურქეთის ხელისუფლებამ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირი, ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. თავად გიულენი პუტჩის მცდელობაში მონაწილეობას უარყოფს. ცნობისთვის, 2016 წელს თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 250 ადამიანი დაიღუპა. გადატრიალების მცდელობის შემდეგ პოლიციამ 80 ათასი ადამიანი დააკავა, ხოლო 150 ათასი საჯარო პირი სამსახურებიდან გაათავისუფლეს. ამასთან, თურქეთის სამხედრო სამსახურიდან 20 ათასზე მეტი ადამიანი გააძევეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)