|
2015-09-28 10:20:01, 582 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვანთა დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
იუსტიციის სამინისტრომ არასრულწლოვანთა დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. საგრანტო დაფინანსება სამი მიმართულებით გაიცემა: ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ყოფილი პატიმრებისთვის ტატუს მოშორებისა და დანაშაულის ჩადენის რისკ ჯგუფს მიკუთვნებული არასრულწლოვნებისთვის არტ-თერაპიის სერვისების შეთავაზება. ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, გრანტის მიმღებმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება. კამპანიის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ქალთა მიმართ ძალადობის, ამ დანაშაულთან ბრძოლისა და მსხვერპლის დაცის მექანიზმების შესახებ. საზოგადოების ინფორმირება ამ თემებზე ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობრივი დანაშაულის პრევენციას. დაეხმარება საზოგადოებას, შეიტყოს, თუ რა სასჯელია გათვალისწინებული მოძალადის მიმართ და რა დახმარებას სთვაზობს სახელმწიფო დანაშაულის შესაძლო მსხვერპლს. როგორც ცნობილია, სტამბულის კონვენციასთან ქართული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანისთვის, იუსტიციის სამინისტრომ 22 კანონში საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. ყოფილ პატიმრებსა და რისკ ჯგუფს მიკუთვნებულ არასრულწლოვნებს, საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაცია ტატუს მოშორების სერვისს შესთავაზებს. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, სხეულზე გაკეთებული ნახატები ყოფილ პატიმრებს ხელს უშლის საზოგადოებაში ინტეგრაციაში, უჭირთ სამუშაოს მოძიება, არიან ნაკლებად თავდაჯერებულები, განიცდიან დისკომფორტს. ამიტომ, ტატუს მოშორების სერვისი მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობაა. არტ-თერაპიის მიმართულებით საგრანტო კონურსის მიზანი კი დანაშაულის ჩადენის რისკ ჯგუფს მიკუთვნებული მოზარდების დახმარებაა. არასრულწლოვნები 10-12 მონაწილისგან შემდგარ 4 ჯგუფში ჩაერთვებიან, ტრენინგებსა და სემინარებს გაივლიან და მათთვის საჭირო ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. საგრანტო კონკურსს ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ გაუწევს. ჯამში, გამარჯვებული ორგანიზაციები სერვისებისათვის 45. 000 ლარს მიიღებენ. საგრანტო კონკურსის შესახებ განაცხადი იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 6 ოქტომბერი.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)