|
2020-12-05 10:45:38, 684 ნახვა
მსოფლიო
გაერო ბელარუსს აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ბელარუსში მოქალაქეების უფლებების დაცვის მიმართულებით, სადაც გრძელდება მასობრივი დემონსტრაციები ალექსანდრ პლუკაშენკოს წინააღმდეგ, უარესდება, - ამის შესახებ გაეროს უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა. მან ასევე მოუწოდა ბელარუსის მთავრობას, რომ გაათავისუფლოს აქციებზე უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტები. „ბელარუსის ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაასრულოს ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა. მე მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა უკონონოდ ან შეგნებულად დაკავებული პირი“, - განაცხადა უმაღლესმა კომისარმა. გაეროში ბელარუსის წარმომადგენელმა საერთაშორისო უფლებების დარღვევაში დასავლეთი დაადანაშაულა - ასე აფასებენ მინსკში ევროკავშირის მიერ დაკისრებულ სანქციებს ალექსანდრ ლუკაშენკოსა და სხვა ჩინოვნიკების მიმართ. „ბელარუსში მოსახლეობის დიდი ნაწილი აგრძელებს ჩვეული რიტმით ცხოვრებას, მუშაობს მთავრობა, ასევე ფაბრიკები და ოფისები. არც შიმშილია, არც ომი, არც მუქარა ჩვენი მეზობლების მიმართ“, - განაცხადა გაეროში ბელარუსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ პროტესტი ბელარუსში მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა და გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელმაც ბელარუსის ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების 80% დააგროვა. მას შემდეგ, ათასობით უკმაყოფილო ბელარუსის მოქალაქემ, დაადანაშაულა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში და ისინი, ყოველ კვირას გამოდიან საპროტესტო აქციებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)