15:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 12:29:15, 900 ნახვა

ეკონომიკა
ხვალიდან რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება იწყება

ხვალიდან რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება იწყება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რესტორნების სესხის პროცენტის დაფარვა 6 თვის განმავლობაში მოხდება.

„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ და დავამტკიცეთ რამდენიმე ცვლილება „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში. პირველ რიგში ეს ცვლილება მოიცავს რესტორნების ინდუსტრიას. როგორც ჩვენ გვქონდა აქამდე გაცხადებული რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ ახალ პროგრამას, ეს არის სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება. განაცხადების მიღება პრაქტიკულად ხვალ დაიწყება, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რომ სარესტორნე ინდუსტრია პირველ რიგში პანდემიიდან გამომდინარე არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გვინდა შევუმსუბუქოთ მათ საბანკო სესხების ტვირთი. ხვალიდან დავიწყებთ ჩვენ, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბანკებიდან განაცხადების მიღებას. მოვუწოდებთ რესტორნებს, რომ აქტიურად მიაკითხონ თავის კრედიტორ ბანკებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რესტორნები 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის ტვირთს ფაქტობრივად ვერ იგრძნობენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics