20:43 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 10:55:57, 584 ნახვა

საზოგადოება
პრობაციონერებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები, 15 პირობით მსჯავრდებულთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალბატონს, გულნაზ ჯავახიშვილს ყურძნის მოსავლის აღებაში დაეხმარნენ. 

სტუმრებმა მევენახე ქალბატონის ნაკვეთში დაახლოებით 3 ტონა, რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძენი დაკრიფეს. სამინისტროს თანამშრომლები გულნაზ ჯავახიშვილს  მოსავლის რეალიზაციაშიც დაეხმარნენ.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულები ხშირად უწევენ დახმარებას  მოსახლეობას მოსავლის აღებასა და სხვა სამეურნეო საქმიანობაში. მსგავს ჰუმანიტარულ აქციებში პრობაციონერთა ჩართულობა  ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციას.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics