|
2015-09-26 12:23:55, 508 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართვას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგრეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართვას. საგარეო უწყების იფნორმაციით, მინისტრი პირველ სამუშაო დღეს პორტუგალიის, ყირგიზეთის, განას, ნიგერიის, სიერა-ლეონის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ხელი მოეწერა განასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. პორტუგალიელ კოლეგასთან შეხვდრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და პორტუგალიის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პორტუგალიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა ყირგიზ კოლეგას ერლან აბდულდაიევს. შეხვედრისას აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობა. მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე. 2014 წლის 25 სექტემბერს შეხვედრა გაიმართა ასევე ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ დირექტორთან კრისტიან ბახთან. დაისახა ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის გზები. მინისტრი ასევე შეხვდა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ჯეფრი ფელტმანს. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობის საკითხებზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტებზე. განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)