|
2020-11-29 17:03:25, 1081 ნახვა
მსოფლიო
სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, - ამის შესახებ ინფორმაციას Радио Свобода-ზე დაყრდნობით უკრაინული მედიასაშუალება „პრავდა“ ავრცელებს. მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ მას რუსეთის პოზიციის გაგება სურს, რადგან ის ბელარუსის მეზობელი ქვეყანაა და თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ. „ჩვენ გვინდა ჩვენი პოზიციის დაფიქსირება და ასევე გვინდა სხვადსხვა კითხვებზე რუსული მხარის პოზიციების გაგებაც. ჩვენ მეზობლები ვართ და ვაპირებთ მომავალში ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელებას. კარგი იქნებოდა გასაუბრება. ბელარუსი ხალხი ამას ელოდება. ლუკაშენკოს რეჟიმს მხარს არ უჭერენ. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებზე იყოს მორგებული ჩვენი ქვეყანა ის ყველა ბელარუსელს ეკუთვნის“, - განაცხადა ტიხანოვსკაიამ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ბელარუსი ოპოზიციონერი ქალი ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც გეგმავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)