01:34 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-29 15:39:56, 939 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსში სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს

ბელარუსში სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დღეს ოპოზიციას დაგეგმილი ჰქონდა აქცია სახელწოდებით, „მეზობლების მარში“, „მეზობლურ ფორმატში“.

გავრცელებული ინფორმაციით, მინსკის ცენტრში მობილიზებული იყო სპეცტექნიკა და სპეცრაზმელების გარკვეული რაოდენობა.

ასევე მინსკში დაიხურა 5 მეტროს სადგური და შეფერხდა ინტერნეტის მუშაობაც.

აქცია მინსკის ცენტრის გარდა, გარეუბნებშიც მიმდინარეობს და მათ წინააღმდეგ პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მოხდა რამდენიმე უმისამართო გასროლაც.

ცნობისთვის, ბელარუსში მასობრივი აქციები 9 აგვისტოს დაიწყო და მასში მონაწილე ადამიანები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვებას აპროტესტებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics