|
2020-11-25 12:29:19, 465 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოდან ექსპორტირებულია 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოდან ვაშლის, თხილისა და მანდარის პარალელურად, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტიც აქტიურად ხორციელდება. 2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში, ექსპორტზე გავიდა 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 14%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამავე პერიოდში, 4%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი. მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (3 377 ტონა), უკრაინასა (2 832 ტონა) და სომხეთში (1 475 ტონა), ასევე ბელარუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)