|
2020-11-22 15:53:14, 1143 ნახვა
ეკონომიკა
7 სასარგებლო საბუღალტრო რჩევა
თქვენი ბუღალტერიის შესახებ მეტი ცოდნა მოგცემთ საშუალებას ფული დაზოგოთ და უფრო ჭკვიანურად გამოიყენოთ. ძალიან ბევრი დამწყები ბიზნესმენი კარგავს ამ შანსს საბუღალტრო შეცდომების გამო, არ იცის ჩამოწერის შესახებ. ფინანსური ჯანმრთელობა ყველა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, მეტი შემოსავლის გარდა ეს მოგცემთ საშუალებას გაუფრთხილდეთ არსებულ შემოსავალს. სააღრიცხვო ხრიკების და სწორი ანგარიშწარმოების დამკვიდრება თქვენი ბიზნესის განვითარების საწინდარია. გააკონტროლეთ თქვენი საგადასახადო ვალდებულებები წლის ბოლოს კარგად გაეცანით თქვენს მოგებას და ზარალს. თუ თქვენი შემოსავალი მოსალოდნელზე ბევრად მეტი აღმოჩნდა, გააკეთეთ რამდენიმე დამატებითი შენაძენი წლის დასრულებამდე. ეს ხელს შეუწყობს თქვენი საგადასახადო ვალდებულებების სიმცირეს. ასევე შეგიძლიათ დააგროვოთ ისეთი მარაგები რომელიც ყოველთვის საჭიროა, საოფისე ტექნიკა და მასალები. ეს თქვენს ბუღალტერიაში შეავსებს მარაგების ნაწილს და გაზრდის კომპანიის ფასეულობას. კონსულტაციები ექსპერტთან რაც არ უნდა ფინანსურად საზრიანი იყოთ, თუ გსურთ თქვენი ბუღალტერია სწორ გზაზე დადგეს, ესაუბრეთ ექსპერტს. ითანამშრომლეთ პროფესიონალ ბუღალტერთან, რომელსაც ენდობით. პროფესიონალი ბუღალტერი დაგეხმარებათ საბუღალტრო პროცესებში არ დაუშვათ შეცდომები, განსაკუთრებით გადასახადების ნაწილში და მიგანიშნებთ როგორ შეიძლება დაზოგოთ ფული. დროული ბილინგი გადაამოწმეთ ინვოისის მიღება ზარით ან მეილით, ხშირად შეიძლება თქვენ მიერ გაგზავნილი ინვოისი არ მივიდეს დანიშნულების ადგილამდე, გადამოწმებით თქვენ იღებთ დასტურს და შედეგად აჩქარებთ გადახდასაც, რაც ზრდის დროული გდახდების ალბათობა გადახდის პირობები ხარჯების შემთხვევაშ ეცადეთ შეუთანხმდეთ მომმარაგებელ კომპანიებს გადახდის მოსახერხებელ ვადებზე. უმეტეს შემთხვევაში გაქვთ საშალება 60-90 დღის მანძილზე დაფაროთ ხარჯები, თუ დროზე გადახდას ვერ ახერხებთ მიწერეთ გამყიდველებს ოფიციალური წერილი სადაც 15 დღიან გადავადებას მოითხოვთ, როგორც წესი კომპანიები მსგავს კომპრომისს თანხმდებიან. კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა მიმართოთ პროფესიონალს თქვენი პირადი და კომპანიისთვის გაწეული ხარჯების შემოცირების სხვადასხვა გზები. მაგალითად საახალწლო საჩუქრად თანამშრომლებს სასაჩუქრე ბარათს აჩუქებთ თუ ერთ კილო ხორცს არის განსხვავება გადასახადების კუთხით, რაზეც ექსპერტი აუცილებლად მოგიყვებათ. თქვენი ბუღალტერია სანდო ხელში მაშინ აღმოჩნდება როდესაც მას ექსპერტის თვალი შეაფასებს, იმედია ამ სტატიაში შევძელით დაგვენახებინა, რომ არსებობს ხარჯების შემცირების გზები, რომლებიც არ არის კანონდარღვევა ან თაღლითობა, არამედ ბუღალტრის გამოცდილებაზე და ცოდნაზეა დამოკიდებული.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)