12:04 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-21 11:01:09, 1616 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 33 ახალი პაციენტიდან 17 თბილისში, 5 აჭარაში და 8 იმერეთში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 33 ახალი პაციენტიდან 17 თბილისში, 5 აჭარაში და 8 იმერეთში მკურნალობდა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 128 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 56 344 პირი იმყოფება.

„სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში -  17,  აჭარაში - 5, იმერეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 927 გარდაცვალების შემთხვევა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 948. მათ შორის 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   2 709, აჭარაში - 959, იმერეთში - 1 202. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის, თბილისში - 387, აჭარაში - 149, იმერეთში - 194. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 47, იმერეთში - 37. 3 445 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 132 - თბილისში,      1 672 - აჭარაში, 332- იმერეთში. 8 527 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 128 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 461, აჭარაში -1 022, ხოლო იმერეთში - 26.

სულ  6 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 16 802 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 344 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 307 პირი, აჭარაში - 19 161, იმერეთში - 5 226“, -  განაცხადა ბერდია სიჭინავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics