|
2020-11-19 23:30:01, 688 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი მუსლიმებს ულტიმატუმს უყენებს და 15 დღიან ვადას აძლევს
საფრანგეთის პრეზიდენტმა მუსლიმებს 15-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა და „რესპუბლიკური ღირებულებების ქარტიის“ მიღება მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ინფორმაციით ემანუელ მაკრონი უკვე შეხვდა მუსლიმ სასულიერო პირებს და „რესპუბლიკური ღირებულებების ქარტიის“ მიღება სთხოვა. როგორც მაკრონი აცხადებს, ეს რადიკალური ისლამის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ქარტიაში ნათქვამია, რომ ისლამი რელიგიაა და არა პოლიტიკური მოძრაობა, ასევე მუსლიმურ ჯგუფებში „უცხოეთიდან ჩარევა“ აკრძალული იქნება. ასევე ბავშვები განათლებას სახლში ვეღარ მიიღბენ და ეს კანონით აიკრძალება, დარღვევის შემთხვევაში კი ფულადი ჯარიმები დაწესდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა რადიკალურ ისლამის წინააღმდეგ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამი თავდასხმა მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)