|
2020-11-18 14:15:22, 588 ნახვა
კომენტარი
ნადარეიშვილი: სახელმწიფო და ბიზნესი მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა ტურიზმმა კრიზისი მინიმალური დანაკარგებით გადალახოს
„National Geographic-ის მიერ საქართველოს და, კერძოდ, სვანეთის დასახელება მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის კიდევ ერთი სტიმულია იმისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ დავიწყებთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გავლენიანი გამოცემის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდშიც იქნება ბევრი და თვისობრივად ახალი გამოწვევები, თუმცა, სახელმწიფო და ბიზნესი მაქსიმალურად მობილიზებულია იმისთვის, რომ მოხდეს ამ კრიზისული პერიოდის მინიმალური დანაკარგებით გადალახვა. „რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკური სტიმულირების ის ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს პანდემიის პირველივე ეტაპიდან“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic-მა საქართველო,ე სვანეთი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო ისეთ მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს. National Geographic საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს. პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსის სლოგანია "Dream Now, Go Later." 25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში National Geographic-ის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები 5 კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი. იხილეთ: https://www.nationalgeographic.com/travel/features/best-of-the-world%202021/?fbclid=IwAR0nqnuSrFEal2xGaOC75kGMbbgF5ByLDC5Y7E8Y2FqD5IMsGVh07XYhFRI
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)