09:26 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 16:49:51, 635 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს, როგორ შეიძლება საარჩევნო კამპანია აწარმოო ჩუმად?

კალაძე რას იძახის, რომ კამპანიას ჩუმად ვაწარმოებთ?  როგორ შეიძლება, საარჩევნო კამპანია აწარმოო ჩუმად, - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად  ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კამპანიას ჩუმად აწარმოებენ.

უგულავა მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ.

„სამწუხაროდ,მსგავსი სიბრიყვის, უაზრობის და აბსურდის წარმოდგენა, რაც, კახა კალაძემ განაცხადა, უბრალოდ შეუძლებელია. კალაძე რას იძახის, რომ კამპანიას ჩუმად ვაწარმოებთ?  როგორ შეიძლება, საარჩევნო კამპანია აწარმოო ჩუმად? - ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს.

მეორე ტურები იგივენაირი სიყალბეა და მოვუწოდებ ამომრჩეველს, 21 ნოემბერს ამ სიყალბეში მონაწილეობა არ მიიღოს იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება თვლის, ხალხმა არაფერი არ იცის. ის, რაც კანონში წერია, სულ რომ მოკვდე, ბიულეტენში მაინც ეწერები, აი ამით ბრიყვი კალაძე სარგებლობს და ხალხს ეუბნება, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდება, რომ ეგენი ჩუმად აწარმოებენ კამპანიას და ჩუმად იღებენ არჩევნებში მონაწილეობასო“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია საარცევნო კამპანიას ფარულად აწარმოებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics