08:42 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-16 10:20:27, 541 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

საქართველოს მელიორაცია ასპინძის მუნიციპალიტეტში სარო-ხიზაბავრას მექანიკური მორწყვის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტი 2 ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე I და II აწევის სატუმბი სადგურებისა და  მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია ჩატარდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სადაწნეო მილსადენის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც   1400 მეტრი სიგრძის მილსადენის  შეცვლას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, სოფლების  საროსა და ხიზაბავრას 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

პროექტის ღირებულებაა 562 000 ლარი.

სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო   სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics