|
2020-11-15 01:53:42, 1132 ნახვა
მსოფლიო
დღეს სომხეთი აზერბაიჯანს ქელბაჯარის რაიონს გადასცემს
10 ნოემბერს ხელმოწერილი ზავის თანახმად, დღეს სომხეთი აზერბაიჯანს ქელბაჯარის რაიონს გადასცემს. რაიონი სომეხი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა. BBC-ს ცნობით, მოსახლეობა სომხეთში მიდის და თან ყველაფერი მიაქვს, რისი წაღებასაც ახერხებს, ხოლო დარჩენილ ქონებას, მათ შორის, სახლებს წვამს. „თუ ამ სახლში ჩემმა შვილებმა არ უნდა იცხოვრონ, მაშინ ვერავინ უნდა შეძლოს აქ ცხოვრება“, - აცხადებს ერთ-ერთი სომეხი დევნილი. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ქელბაჯარის საჯარო სკოლა იწვის. ცეცხლი შენობას სკოლის დირექტორმა წაუკიდა. ქელბაჯარის რაიონში აქტიურად იჩეხება ტყეები, დევნილები შეშას სომხეთში ეზიდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, დევნილებმა სომხეთში გადასასვენებლად საკუთარი მიცვალებულებიც ამოთხარეს. ქელბაჯარის სომხეთთან დამაკავშირებელ გზაზე საცობებია, გზა სათვირთო და მსუბუქი ავტომობილებით გადაჭედილია. შეგახსენებთ, რომ ქალბაჯარის რაიონი აზერბაიჯანს 15 ნოემბერს გადაეცემა, რაც სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილ სამმხრივ დეკლარაციითაა გათვალისწინებული. 1 დეკემბრამდე სომხეთმა აზერბაიჯანს კდიევ ორი რაიონი უნდა დაუბრუნოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)