16:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 13:35:31, 697 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ ქსელში წარმოდგენილი ავტომობილისთვის საჭირო პროდუქცია და აქსესუარები ვენდუს პლატფორმაზე გაიყიდება

„თეგეტა მოტორსმა“ შეთანხმება გააფორმა კომპანია „ვენდუსთან“ და „თეგეტას“ მიერ იმპორტირებული მსოფლიოს ლიდერი ბრენდების პროდუქციის შეძენა ახლა უკვე „ვენდუს“ ონლაინ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: საავტომობილო ზეთები, ანტიფრიზები, ავტომობილის მოვლის საშუალებები, ხელის და ელექტრო ინსტრუმენტები, ავტოსათადარიგო ნაწილები, აკუმულატორები და ავტომობილისთვის საჭირო სხვა მრავალი პროდუქცია.

„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.

„ვენდუ“ არის ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, რომელიც ბევრ განსხვავებულ კატეგორიას, პოპულარულ ბრენდებს და წამყვან მაღაზიებს აერთიანებს. კომპანია მთლიანად მორგებულია იმ საჭიროებებს, რომლებიც საქართველოში მომხმარებელს გააჩნია და ქმნის მათთვის სავაჭროდ კომფორტულ ზონას 24/7-ზე. „ვენდუს“ ამოცანაა, მომხმარებელმა ნივთის პოვნა-შეძენის პროცესში არ იგრძნოს თავი შეზღუდულად და სწორედ ამიტომ ანგარიშსწორების სამ მიმართულებას სთავაზობს, როგორც ნაღდი ფულით და ბარათით, ასევე განვადების საშუალებით. ვენდუ მხოლოდ მეორე წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და უკვე მნიშვნელოვანად მოასწრო განვითარება.გახდა ისეთი გლობალური ბრენდის პარტნიოტი, როგორიც VISA-ა.ვენდუს კურიერი თქვენთვის სასურველ ამანათს ან თუნდაც რამდენიმე ამანათს ერთად პირდაპირ კართან მოგიტანთ, საქართველოს რომელ წერტილშიც არ უნდა იყოთ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics