|
2020-11-13 12:08:26, 1062 ნახვა
მსოფლიო
ევროპის ქვეყნები აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ კორონავირუსის გამო საშობაო მოგზაურობების დაგეგმვა ნაადრევია
ევროპის რიგი ქვეყნები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ნაადრევია საშობაო მოგზაურობის დაგეგმვა, რადგან კონტინენტზე კორონავირუსის შემთხვევები კვლავ იზრდება. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, შვედეთში ხალხს განუცხადეს, რომ შესაძლოა, შვებულების პერიოდში მოგზაურობისგან თავის შეკავება მოუწიოთ. ამავდროულად, ირლანდიისა და საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, შეეძლებათ თუ არა ხალხს მოგზაურობა. სადღესასწაულო სეზონამდე ექვსი კვირით ადრე, რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები და კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული სხვა ზომები. პორტუგალიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა იმ ადგილების რაოდენობა, რომლებიც ღამით კომენდანტის საათს ექვემდარებიან. ამასთან, ორშაბათიდან ქვეყნის სამი მეოთხედი მთავრობის უმკაცრესი შეზღუდვების ქვეშ აღმოჩნდება. შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ანდერს ტეგნელმა განუცხადა მოქალაქეებს, რომ საშობაო პერიოდში სხვადასხვა რეგიონში შეზღუდული მოგზაურობისთვის მოემზადონ, რათა რეგიონალურმა ჯანდაცვის სამსახურებმა ზედმეტი გადატვირთვა თავიდან აიცილონ. ამასთან, ტეგნელი აცხადებს, რომ შვედები მზად უნდა იყვნენ, რადგან შესაძლოა ყველაფერი „უშუალოდ შობამდე“ შეიცვალოს. როგორც ტეგნელი აღნიშნავს, Covid-19-ის ახალი შემთხვევების „დიდი ნაწილი“ ამჟამად კერძო წვეულებებიდან მოდის. ქვეყნის მთავარი აპიდემიოლოგი იმედოვნებს, რომ 22:00 საათის შემდეგ ბარებში ალკოჰოლის მირთმევა აკრძალული იქნება და ქვეყანაში სოციალური შეკრებების ზრდა არ მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)