06:45 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-11 17:02:16, 816 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში საკალმახე მეურნეობების მეპატრონეებთან შეხვედრა გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედი საკალმახე მეურნეობების მეპატრონეებთან, დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ, ქედის მერთან ლევან გორგილაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია - ,,ფორეჯის“ წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრაზე განიიხილეს მეთევზეობის განვითარების პოტენციალი ქედის მუნიციპალიტეტში, არსებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები.

,,თევზმოშენებას ქედის მუნიციპალიტეტში დიდი პერსპექტივა აქვს. დარგის განვითარებისთვის უპირველესად აუცილებელია სიღრმისეული კვლევა და ანალიზზე დაფუძნებული ნაბიჯები. უდედისი როლი აქვს ,,ფორეჯს“ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში, როგორც იცით ფუნქციონირებს კალმახის საინკუბაციო საამქრო და ამ მიმართულებით ძალიან დიდ შრომას სწევს ასოციაცია. ქედას აქვს ნამდვილად დიდი პოტენციალი გახდეს მეთევზეობის განვითარების კუთხით საგანმანათლებლო ცნეტრი რეგიონში“ - აღნიშნა შეხვედრისას მინისტრმა.

მხარეები არსებული პრობლემის მოგვარების ერთობლივ ძალისხმევაზე შეთანხმდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics