|
2020-11-09 12:12:03, 480 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - სამართალდამცველებმა კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება რბილი ძალის გამოყენებით შეძლეს
სამართალდამცველებმა რბილი ძალის გამოყენებით შეძლეს კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძემ საქართველოს მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნების და კანონის წინაშე მოქმედებისკენ მოუწოდა. „მინდა მივმართო თითოეულ ადამიანს, როგორც ჩვენს მხარდამჭერებს, ისე საპროტესტოდ განწყობილ მოქალაქეებს. გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ქვეყნისა და კანონის წინაშე. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციური ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით. ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, შეიძლება წარმოვადგენდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ვიყოთ სხვადასხვა პლატფორმებზე, მაგრამ ყველამ მინდა გაითვალისწინოს ერთი რამ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სამშობლო. არავისთვის არ არის სასიამოვნო საყურებელი არც ის, თუ როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, როგორ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ცესკოს შენობაში შეჭრას და არც ის არ არის სასიამოვნო, რომ პოლიცია იძულებული ხდება მომიტინგეთა თავდასხმა წლის ჭავლით მოიგერიოს. ეს არ არის ის სურათი, რომლის ხილვაც სურს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომლებმაც პანდემიის პირობებში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირეს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)