|
2020-11-08 13:05:02, 799 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა აშშ-ს ისტორიაში რეკორდულად ბევრი, 74 მილიონი ხმა მიიღო
აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამომრჩევლებმა მას დამაჯერებლად გამარჯვების საშუალება მისცეს - მან რეკორდულად ბევრი, 74 მილიონი ხმა დააგროვა. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა აშშ-ს საპრეზიდენტო შედეგების გამოცხადების შემდეგ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა. ჯო ბაიდენმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მზად არის დაიწყოს მუშაობა კორონავირუსზე გამარჯვებით. ამასთანავე, დემოკრატმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-მ მსოფლიოში ლიდერობას მიაღწიოს. "ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, ისეთი ხმების რაოდენობის მიღებით, რომლებიც აქამდე არავის მიუღია. მე მივაღწიე ჩემს მიზანს, გავხდი აშშ-ს პრეზიდენტი, რათა ამერიკას კვლავ დაუბრუნდეს პატივისცემა მსოფლიოს მხრიდან", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აღნიშნულის შესახებ, რომ ბაიდენმა მოხსნა რეკორდი არჩევნებზე ხმების დაგროვების მხრივ, 4 ნოემბერს, ტელეარხმა CNBC-მ გამოაცხადა. იმ დროისთვის, ბაიდენს 70 107 686-მა ადამიანმა მისცა ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)