07:45 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 11:19:55, 1678 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 322 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 322 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 641 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის  14 680. 4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 2 316, აჭარაში - 740. მძიმე პაციენტი გვყავს 641, მათ შორის, თბილისში - 332, აჭარაში - 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 322 პირი,  მათ შორის, თბილისში - 160, აჭარაში - 92. 2 879 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 449 - აჭარაში, ხოლო 971 - თბილისში.       7 110 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 964 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 683, აჭარაში-1 296.

სულ  6 ოქტომბრიდან - 7 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 13 227 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 324 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 5 326 პირი, აჭარაში - 16 226, იმერეთში - 4 305“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინსიტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics