|
2020-11-07 22:22:26, 656 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - არჩევნები ჯერ არ დასრულებულა
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. როგორც ტრამპი აღნიშნავს, არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. "ჩვენ ყველამ ვიცით, რატომ ჩქარობს ჯო ბაიდენი საკუთარი თავის გამარჯვებულად გამოცხადებას და რატომ ცდილობენ მისი მედიამოკავშირეები მის დახმარებას, მათ არ სურთ გაამჟღავნონ სიმართლე. ფაქტია, ეს არჩევნები ჯერ არ დასრულებულა', - წერია დონალდ ტრამპის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ბაიდენმა პენსილვანიის შტატში ხმების უმრავლესობა დააგროვა, რის საშუალებითაც აშშ-ს რიგით 46-ე პრეზიდენტი გახდა. მედიის ცნობით, ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 273 ხმა აიღო. რაც შეეხება მის მოწინააღმდეგეს, რიგით 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მან ამომრჩეველთა კოლეგიის 213 ხმა დააგროვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)