20:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 23:20:10, 710 ნახვა

სამართალი
დეკანოიძის ცნობით, ისანში დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, 4 პირი დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, დაკავებულია 4 პირი.

დეკანოიძის ცნობით, მისი ინფორმაციით დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" ერთი წევრი და სამი სამოქალაქო აქტივისტი.

"ჩემი ინფორმაციით დაკავებულია 4, ერთი ჩემი შტაბის წევრია, სამი აქტივისტი", - განაცხადა დეკანოიძემ.

ისნის საარჩევნო ოლქში მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც ხატია დეკანოიძე მედიასთან აცხადებს, ერთ-ერთ აქტივისტს მხარი აქვს დაზიანებული. მის გარდა დაშავებულია რამდენიმე პირიც.

ცნობისთვის, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაური იყო. მოქალაქეები შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევდნენ. დაპირისპირების შედეგად დააკავეს რამდენიმე პირი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics