|
2015-09-23 15:21:42, 833 ნახვა
ეკონომიკა
„ავერსის“ შვილობილმა კომპანია „მედალფამ“ თბილისში მრავალპროფილური, ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი გახსნა
თბილისში ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფამ“ მრავალპროფილიანი კლინიკა გახსნა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კუპატაძემ აღნიშნა, ამბულატორიული, სამედიცინო ცენტრის მიზანია პაციენტებმა სწორი დიაგნოზი მიიღონ და მალევე განიკურნონ. ამასთან, მისივე თქმით, „მედალფაში“ პაციენტების რაოდენობა შეზღუდული არ არის. „მოგეხსენებათ, „ავერსს“ სადაზღვეო კომპანია აქვს. მისი შვილობილი კომპანია არის „ალფა“. „ალფას“ ჯანმრთელობის დაზღვევაში რაც შეიძლება მაღალი დონის სტაციონარული მომსახურება ესაჭიროება. ჩვენ გავხსენით, შვილობილი კომპანიის „მედალფას“ ამბურატორიული დაწესებულება. პოლიკლინიკა, რომელიც დღეიდან უკვე ფუნქციონირებს. ის ნებისმიერ მსურველს მოემსახურება როგორც დაზღვეულს, ასევე დაუზღვეველს. დაწესებულება ყოველდღიურად მუშაობს. პაციენტების რაოდენობა არ არის შეზღუდული. აქ ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ პაციენტებმა მეტი კომფორტი იგრძნონ და ნაკლებად მოუწიონ რიგში დგომა. რა თქმა უნდა მიიღონ სწორი დანიშნულება, სწორი დიაგნოზი და რაც შეიძლება მალე განიკურნონ“,-განაცხადა პაატა კურტანიძემ. „მედალფას“ ახალი მრავალპროფილური, ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლოესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და კომფორტული გარემო. კლინიკას 85-კაციანი სამედიცინო პერსონალი ჰყავს. სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია ოჯახის ექიმისა და ექიმ სპეციალისტების: კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, დერმატონევროლოგის, მამოლოგის, ანგიოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, უროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, რეპროდუქტოლოგის, გინეკოლოგის, ალერგოლოგის, პროქტოლოგის, ონკოდერმატოლოგის, ტრამვატოლოგის, ქირურგის, პედიატრის, ბავშვთა ნევროლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ბავშვთა ქირურგის, ბავშვთა კარდიოლოგის და სხვა. პაციენტებს ცენტრში შეეძლებათ მიიღონ როგორც სრული სტომატოლოგიური მომსახურება. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ შემდეგი სახის კვლევები, როგორიცაა: ექოსკოპია, ციფრული რენტგენოგრაფია, სპირომეტრია, ელექტროკარდიოგრაფია, ენდოსკოპია, დერმატოლოგია, ანოსკოპია, ინსემინაცია და კლინიკური ლაბორატორიული კვლევები. ცნობისთვის, კომპანია „მედალფა“ 2011 წლის 13 აგვისტოს დაარსდა და ამჟამად ოთხ მრავალპროფილიან საავადმყოფოს: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის სამედიცინო ცენტრებს- აერთიანებს. ამიერიდან კი მათ რიცხვს თბილისის ამბულატორიული კლინიკაც შეემატა.
(R)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)