16:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 15:53:17, 708 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ ფინანსურ დირექტორად გიორგი მეგრელიშვილი დაინიშნა

„თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ და ფინანსურ დირექტორად  2020 წლის 28 ოქტომბრიდან გიორგი მეგრელიშვილი დაინიშნა.

გიორგი მეგრელიშვილი თიბისის ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 2020 წლის მარტში შემოუერთდა.  გიორგის აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება სტრატეგიული ფინანსური მენეჯმენტისა და რისკების შესაბამისობაში.

ის მუშაობდა ჰოლანდიაში Natwest Markets NV- ში, კაპიტალის რისკისა და სტრესის ტესტირების ხელმძღვანელად. მანამდე კი, 11 წლის განმავლობაში მუშაობდა ლონდონში, Barclays Bank PLC- ში, სადაც ხაზინისა და ფინანსების სხვადასხვა მიმართულებით ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა. გიორგიმ წარჩინებით დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი, სადაც  ბიზნესის სკოლაში MBA– ის ხარისხი მიიღო.

გიორგი მეგრელიშვილის დანიშვნის შემდეგ, გიორგი შაგიძე გადადგა მის მიერ დაკავებული თანამდებობებიდან, როგორც ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი. თუმცა ის თიბისიში დარჩება წლის ბოლომდე მრჩევლის როლში, რათა უზრუნველყოს საქმის შეუფერხებელი გადაბარება.

”გიორგი მეგრელიშვილს ვულოცავ ახალ როლს და წარმატებას ვუსურვებ  ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. გიორგის აქვს ძალიან ღირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ნაყოფიერად გამოიყენებს ამ ახალ პოზიციაზე. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი შაგიძეს 10 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანიის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო თავის სამომავლო საქმიანობაში,“ - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics