20:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 18:11:32, 761 ნახვა

სამართალი
მძევალი: მიცემული დრო ამოიწურა - ჩვენი სიცოცხლე ამ წუთას შესაძლოა დასრულდეს

ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია აცხადებს, რომ  უწყებებისთვის მიცემული დრო ამოიწურა.

მისი თქმით, მა დროიდან ყველა მძევალის სიცოცხლე საფრთხეშია.

„მიცემული დრო ამოიწურა და მათ პოლიტიკური გარჩევების დრო არ არის, ჩვენი სიცოცხლე დევს სასწორზე. ამდენი ადამიანი ვართ. ჩვენი სიცოცხლე ამ წუთას შესაძლოა დასრულდეს. მისცენ ამ ადამიანს ეს თანხა,გაუშვან და მერე მოაგვარონ, ყველას მივმართავ არ არის აქ პოლიტიკური გარჩევების დრო. ამ სიტუაციას ძალადობრივად მოგვარების შემთხვევაში მსხვერპლი მოჰყვება“, - განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელი ორი საათის წინ შეიჭრა. მძევლად აიყვანა იქ მყოფი მოქალაქეები და თანამშრომლბი, ამ დროისთვის შენობაში 19 პირი რჩება. თავდამსხმელმა უწყებას 2 საათიანი ვადა მისცა და ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics