|
2020-10-16 21:04:46, 867 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ქუთაისში პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისის ბანერების დაზიანებისთვის დაკავებულ პირს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
სასამართლომ ქუთაისში პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისის ბანერების დაზიანებისთვის დაკავებულ პირს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადაბა გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, თუმცა სასამართლომ ფაქტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია მისცა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოში მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე, პარტია „ევროპული საქართველოს" ოფისის ფანჯრის მინაზე გაკრული ბანერი უცნობმა პირმა დააზიანა. შეტყობინების ინიციატორი იყო პარტია "ევროპული საქართველოს'' ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე. სამართალდამცველებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს შემოსულ შეტყობინებაზე და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების საფუძველზე, მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ამხილა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.გ., რომელმაც პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისის შენობის ფანჯრის მინაზე გაკრულ ბანერს აგური ესროლა და დააზიანა. ასევე, დადგენილ იქნა, რომ მიყენებული ზარალი 80 ლარს შეადგენს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მხილებული პირის მიერ ჩადენილი ქმედება სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა და მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს საქმის მასალები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა, მ.გ.-ს მიერ ჩადენილი ქმედების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტად განხილვის მიზნით. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ.გ.-ს მიერ ჩადენილ ფაქტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია მისცა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სასამართლომ იმსჯელა აღნიშნული პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე და მას სიტყვიერი შენიშვნა მისცა“ , - ვკითხულობთ შსს-ს განცადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)